1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამონათქვამი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება იქ დაბეგვრას საცხოვრებელი ადგილის, მუუდმივი ადგილსამყოფელის, რეგისტრაციის ადგილის, ხელმძღვანელი ორგანოს სამყოფელის ან სხვა ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე. ამასთან, ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბეგვრას მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით ან ამ სახელმწიფოში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც, პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ორივე სახელმწიფოში აქვს, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) თუ შესაძლებელია იმ სახელმწიფოში დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან თუ მას არც ერთ ამ სახელმწიფოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არ ერთ მათგანში, იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც წარმოადგენს;

d) თუ იგი არ არის არც ერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ ამ საკითხს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის კანონმდებლობის შესაბამისადაც მიიღო ასეთი სტატუს