1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, ფაქტობრივი მართვის ადგილის მდებარეობის ან სხვა ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე, ამ სახელმწიფოსა და მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ჩათვლით. ამასთან, ეს ტერმინი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ ამ სახელმწიფოში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან ან ამ სახელმწიფოში განთავსებულ კაპიტალთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) პირი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, რომელშიც პირს აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ პირს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია არცერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს.
c) თუ პირი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან ის ჩვეულებრივ არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად , რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს;
d) თუ პირი არის ორივე სახელმწიფოს მოქალაქე ან არ არის არცერთი მათგანის მოქალაქე, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმებით. ასეთი შეთანხმების მიღწევამდე პირს არა აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი ის უპირატესობა, რომლებსაც ითვალისწინებს ეს შეთანხმება.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ითვლება იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია მისი ფაქტობრივი მართვის ადგილ