1. შემოსავალი, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავალი აქციების და იმ კომპანიაში წილობრივი მონაწილეობის სხვა სახეობების გასხვისებიდან, რომლის აქტივები ძირთიადად პირდაპირ ან არაპირდაპირ შედგება ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული უძრავი ქონებისგან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.

3. შემოსავლი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს მუდმივი დაწესებულების აქტივს, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან რომელიც მიეკუთვნება ფიქსირებულ ბაზას, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით, ასევე ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, რომელიც მიიღება ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე, ან საწარმოს დანარჩენ ნაწილთან ერთად) ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

4. საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლები იბეგრება მხოლდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

5. ქონების გასვისებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც არ არის აღნიშნული ამ მუხლის 1-ლ–მე-4 პუნქტებში, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

6. ფიზიკურ პირთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში და რომელიც შემდეგ გახდა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები გავლენას ვერ მოახდენს პირველად ხსენებული სახელმწიფოს უფლებაზე თავისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი აქტების შესაბამისად დაბეგროს ამ პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მომენტამდე მისი ქონების ნამატი, რომელიც წარმოდგენილია წილობრივი მონაწილეობის სახით კომპანიებში, რომლებიც წარმოადგენენ პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს. ასეთ შესთხვევაში, ქონების ნამატი, რომელიც დაიბეგრა პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, მხედველობაში არ მიიღება მეორე სახელმწიფოს მიერ ქონების შემდგომი მატების გაანგარიშების დრო