1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მარვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,და აღნიშნულ შემთხვევებში ორივე საწარმო მათ კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში ვალდებულნი არიან დაიცვან შეთანხმებული ან მათზე დაკისრებული პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ მოგება, რომელიც შეიძლებოდა მიეღო ამ საწარმოებიდან რომელიმეს ასეთი პირობების გარეშე, მაგრამ ამ პირობების გამო ვერ იქნა მიღებული, შეიძლება მიეწეროს ამ საწარმოს მოგებას და შესაბამისად დაიბეგროს.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებას მიეკუთვნება და შესაბამისად გადასახადით იბეგრება ის მოგება, რომელთა მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით მიკუთვნებული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ შეთანხმების სხვა დებულებები. აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებ