1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს ანაზღაურების ნებისმიერ სახეს, რომლის გადახდა ხდება ლიტერატურის, ხელოვნების ან სამეცნიერო ნაწარმოების, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, ნიმუშების ან მოდელების, სქემების, საიდუმლო ფორმულების ან ტექნოლოგიების გამოყენებისათვის, ან გამოყენების უფლების მინიჭებისათვის, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გადაცემისათვის. ტერმინი „როიალტი“ ასევე მოიცავს ნებისმიერი სახის ანაზღაურებებს სახელების, პორტრეტების ან სხვა ანალოგიური პირადი უფლებებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, ასევე, გადახდებს რადიო- ან ტელეკომპანიების მიერ მსახიობებისა და სპორტსმენების გამოსვლების ჩაწერისათვის.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშვა სალიცენზიო გადასახდელები, თავის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონებრივი ფასეულობა, რომელთა საფუძველზე ხდება სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რეალურად არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
4. თუ როიალტის გადამხდელსა და მის ფაქტობრივ მფლობელს ან თითოეულ მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა გამო, სალიცენზიო გადასახდელის თანხა, იმ მომსახურების საერთო მოცულობის მიმართ, რომლის საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში თანხის ნამეტი ნაწილი შეიძლება დაიბეგროს თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები