1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება შეიძლება დაიბეგროს მხოლდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები გაწეულია სახელმწიფოში, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა მიღებულია საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე პროპორციული განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები არ გამორიცხავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დასაბეგრი მოგების განსაზღვრას განაწილების მიღებული მეთოდის შესაბამისად, ამასთან, მოგების განაწილების არჩეული მეთოდი თავისი შედეგით უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პრინციპებს.
5. მუდმივ დაწესებულებას არავითარი მოგება არ მიეკუთვნება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის მხოლდ საქონლის ან ნაკეთობების შეძენის საფუძველზე.
6. ამ მუხლის წინა პუნქტების დებულებების გამოყენებისას, მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განსაზღვრული უნდა იქნეს ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არსებობს მის შესაცვლელად რაიმე საკმარისი მიზეზი.
7. თუ მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც განხილულია ამ შეთანხმების სხვა მუხლებში, მაშინ მათზე ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებ