1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ერთ
-ერთი ტერიტორიულ–ადმინისტრაციული ქვედანაყოფის მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი ან მათი ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის ან გასამრჯელოს მთლიან თანხებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.
3. ამჟამად მოქმედ გადასახადებს, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, კერძოდ; მიეკუთვნებიან:
a) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში:
საშემოსავლო გადასახადი;
კორპორაციული გადასახადი;
სარეწაო გადასახადი;
ქონების გადასახადი და საგადასახადო დანამატები მათზე (შემდგომში „გერმანიის გადასახადები“);
b) საქართველოში:
საწარმოთა მოგების გადასახადი;
ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
იურიდიულ პირთა ქონების გადასახადი;
ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი (შემდგომში „საქართველოს გადასახადები“).
4. ეს შეთანხმება გამოიყენება აგერთვე ყველა მსგავსი ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე