1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებზე და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება:

a) ესტონეთში:

საშემოსავლო გადასახადი (tulumaks);

(შემდგომში „ესტონეთის გადასახადი”);

b) საქართველოში:

(i) მოგების გადასახადი ;

(ii) საშემოსავლო გადასახადი;

(iii) ქონების გადასახადი

(შემდგომში ,,საქართველოს გადასახადი”).

4. შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე