1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე ამ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი მხარის ან მისი პოლიტიკურ–ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებზე და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი, ან მათი ცალკეული ელემენტები, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება:

a)საქართველოს შემთხვევაში:

(i) საწარმოთა მოგების გადასახადი;

(ii) საწარმოთა ქონების გადასახადი;

(iii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(iv) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“)

(ბ) ლატვიის შემთხვევაში:

(
i) საწარმოს შემოსავლებზე გადასახადი (
uznemumu ienakuma nodoklis)

(
ii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი (iedzivotaju ienakuma nodokis);

(iii) უძრავი ქონების გადასახადი (nekustamai ipasuma nodoklis);

(შემდგომში „ლატვიის გადასახადი“)
.
4. შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე