1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) ფინეთში:
(i) სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადი;
(ii) კორპორაციების საშემოსავლო გადასახადი;
(iii) კომუნალური გადასახადი;
(iv) საეკლესიო გადასახადი;
(v) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი პროცენტზე;
(vi) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადი არარეზიდენტების შემოსავალზე;
(შემდგომში „ფინეთის გადასახადი“);
b) საქართველოში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) საშემოსავლო გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“).
4. ეს შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთახმების ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე