1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი „ფინეთი“ ნიშნავს ფინეთის რესპუბლიკას და როდესაც გამოიყენება გეოგრაფიული მნიშვნელობით, ნიშნავს ფინეთის რესპუბლიკის ტერიტორიას და ნებისმიერ სივრცეს, რომელიც ესაზღვრება ფინეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებს, რომელთა მიმართ, ფინეთის კანონმდებლობის საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, შესაძლოა განხორციელდეს ფინეთის უფლებები ზღვის ფსკერის, მისი წიაღისა და მიმდებარე წყლების ბუნებრივი რესურსების კვლევისა და გამოყენების მიზნით;

b) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს საკუთარ სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ამ ზონებში ბუნებრივი წიაღისეულის კვლევისა და გამოყენების მიზნით;

c) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

d) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დაბეგვრის სუბიექტი;

e) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს ფინეთის რესპუბლიკას ან საქართველოს, კონტექსტის შესაბამისად;

f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

g) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებით ნიშნავს:

(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალობა ან მოქალაქეობა; და

(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებით ან საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:

(i) ფინეთში ფინანსთა სამინისტროს, მის უფლებამოსილ წარმომადგენელს ან ხელისუფლების ორგანოს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ კომპეტენტურ ორგანოდ იქნება დანიშნული;

(ii) საქართველოში ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენებისას ნებისმიერ დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება იმ დროისათვის ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა ნორმატიული აქტები