1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის ან გასამრჯელოს მთლიან თანხებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.
3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) ავსტრიის რესპუბლიკის შემთხვევაში:
(i) საშემოსავლო გადასახადი;
(ii) კორპორაციული გადასახადი;
(iii) მიწის გადასახადი;
(iv) სოფლის და სატყეო მეურნეობის საწარმოების გადასახადი; და
(v) გამოუყენებელ მიწის ნაკვეთებზე გადასახადი;
(შემდგომში „ავსტრიის გადასახადი“).
b) საქართველოს შემთხვევაში:
(i) საწარმოთა მოგების გადასახადი;
(ii) საწარმოთა ქონების გადასახადი;
(iii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(iv) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“).
4. ეს შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე