1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
2. თუ სანაოსნო საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, ის ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოშო არსებულად, რომელშიც მდებარეობს გემის მიწერის ნავსადგური. მიწერის ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ სახელმწიფოში მდებარედ, ვის რეზიდენტსაც წარმოადგენს პირი, რომელიც გემის ექსპლოატაციას ახორციელებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე იმ მოგებების მიმართ, რომელიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო გადაზიდვების სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდა