1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:
a) დივიდენდების საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციალური მფლობელია კომპანია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპი ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 50 პროცენტს და დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში ინვესტირებული აქვს 2 მილიონ ევროზე მეტი ან მისი ეკვივალენტი საქართველოს ვალუტაში;
b) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციალური მფლობელია კომპანია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს და დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში ინვესტირებული აქვს 100000 ევროზე მეტი ან მისი ეკვივალენტი საქართველოს ვალუტაში;
c) დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში.
ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „დივიდენდი“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „ჟუისანსის“ აქციებიდან ან „ჟუისანსის“ უფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, სადამფუძნებლო აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მოგებაში მონაწილეობიდან, ისევე როგორც შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე–7 მუხლის დებულებები.
5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როცა ქონება, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. გადასახადით არ იბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდა