1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

a) დივიდენდების საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ფაქტობრივი მფლობელია კომპანია, რომლის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში შეადგენს…3 მილიონ აშშ დოლარზე მეტს, ან მის ეკვივალენტს ადგილობრივ ვალუტაში;

b) დივიდენდების მთლიანი თანხის 5 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში.

ამ პუნქტის დებულებები არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები არ იბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი არის:

(i) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო;

(ii) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ან ეროვნული ბანკი; ან

(iii) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნებისმიერი სამთავრობო სააგენტო ან საფინანსო ინსტიტუტი, რომელთა განსაზღვრა და შეთანხმება მოხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით.

4. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, სავალე მოთხოვნების გარდა, მოგებაში მონაწილეობიდან, აგრეთვე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

5. ამ  მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ  დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება  დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად,  გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.

6. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას დააკისროს გადასახადი გადახდილ დივიდენდებზე, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, ან როდესაც ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. გადასახადით არ დაიბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდა