1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. თუ მას ამგვარი ფიქსირებული ბაზა გააჩნია, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მიკუთვნება ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ამ მიზნით, ჩაითვლება, რომ ფიზიკურ პირს, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ საგადასახადო წელს, გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში და შემოსავალი, რომელსაც ის იღებს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული ზემოთ აღნიშნული საქმიანობიდან, მიეწერება ამ ფიქსირებულ ბაზას.
2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება” მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობა