1. ამ შეთანხმების მე-16, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ:
a) ანაზღაურების მიმღები მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იმყოფება პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ საგადასახადო წელს,b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, და
c) ანაზღაურება არ არის წარმოქმნილი მუდმივი დაწესებულებიდან ან ფიქსირებული ბაზიდან, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ფიზიკური პირი, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე და რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული საჰაერო გადამზიდავის სათავო ოფისის მიერ დანიშნულია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის მიერ მიღებულ ანაზღაურებაზე თავისუფლდება ამ სახელმწიფოს გადასახადებისაგა