1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული  ქვედანაყოფი, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს მის მიერ ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის, ან მისი ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს:

არის ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე, ან

არ გახდა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული  ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის, ან მისი ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

b)    ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს.

3. ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, პენსიებისა სხვა მსგავსი ანაზღაურებების მიმართ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირები