1. ხელშემკვრელ სახელმწიფოებში გადასახადებით დაბეგვრა ხდება თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების დებულებებს.

2. შეთანხმდა, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება მოხდება ამ მუხლის შემდეგი დებულებების შესაბამისად:

a) საქართველოს შემთხვევაში:

(i) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან  ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს ქუვეითში,  საქართველო  დაუშვებს:

- ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ქუვეითში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია;

- ამ რეზიდენტის  კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ქუვეითში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

(ii) ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ორივე შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ქუვეითში.

b) ქუვეითის შემთხვევაში:

(i) როდესაც ქუვეითის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს როგორც ქუვეითში, ასევე საქართველოში, ქუვეითი დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადის საერთო მოცულობიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში  გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია, ასევე ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.

(ii) ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ორივე შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოში კრედიტის სახით შეღავათის დაშვების მიზნებისათვის, მეორე ხელშეკვრელ სახელმწიფოში გადახდილი გადასახადი მოიცავს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გადასახდელ გადასახადს, რომლისგანაც მოხდა გათავისუფლება ან რომლის განაკვეთი შემცირდა ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიღებული ინვესტიციების წახალისების სპეციალური კანონის ან ღონისძიებების შესაბამისა