1. თუ პირი მიიჩნევს, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარუდგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი საკითხი ექვემდებარება ამ შეთანხმების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2. კომპეტენტური ორგანო, თუ ის განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად არ შეუძლია, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმებასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დაძლიონ ეჭვები, რომლებიც წარმოიშვება შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. მათ შეუძლიათ, აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ საკითხებზეც.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ ამ მუხლის წინა პუნქტების გაგებაში შეთანხმების მიღწევის მიზნი