1. ამ შეთანხმების დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს რაიმე სახით ზღუდავდეს ნებისმიერ გამონაკლისს, გათავისუფლებას, გამოქვითვას, დაკრედიტებას ან სხვა არსებულ თუ შემდგომში მიღებულ შეღავათს, რომლებიც გათვალისწინებულია:

a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადის განსაზღვრისათვის;

b) ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ან ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში დაბეგვრასთან დაკავშირებული ნებისმიერი სპეციალური შეთანხმებით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს ამ შეთანხმების დებულებების განხორციელების მიზნით შეუძლიათ დააწესონ რეგულირების ზომებ