ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მისი მოქმედების შეწყვეტამდე. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:
a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ, გადახდილ ან დაკრედიტებულ თანხებზე, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო წლის პირველ იანვრიდან ან მის შემდეგ;
b) სხვა გადასახადების მიმართ, საგადასახადო პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის წლის მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია ქ. ქუვეითში 2009 წლის 13 ოქტომბერს, რომელიც შეესაბამება ჰიჯრით 1430 წლის 24 შავვალს, ორ პირად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობის
სახელით სახელით
ზურაბ პოლოლიკაშვილი
მუსტაფა ჯასიმ ალ-შამალი
ეკონომიკური განვითარების მინისტრი ფინანსთა მინისტ