ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხებით წერილობითი ფორმით ერთმანეთს აუწყებენ ამ შეთანხმების ძალაში შესავლელად საჭირო მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი ამგვარი შეტყობინების დღიდან და მისი დებულებები ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამოქმედდება:
a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ, გადახდილ ან დაკრედიტებულ თანხებზე, რომლებიც მიიღება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) სხვა გადასახადების მიმართ, საგადასახადო პერიოდებისათვის, რომლებიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდე
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება“, მუხლი 31, №49/5, 13.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016203 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1976365/muxli-31/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია