1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება, აგრეთვე, იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც მას გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
3. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის, ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველ ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში.
4. ამ მუხლის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებზე გაავრცელოს შეღავათი, უპირატესობა ან პრივილეგია, რომელიც შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს ნებისმიერი მესამე სახელმწიფოსათვის ან მათი რეზიდენტებისათვის საბაჟო კავშირის, ეკონომიკური კავშირის, თავისუფალი ვაჭრობის ზონის ან ნებისმიერი რეგიონული ან სუბრეგიონული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მთლიანად ან ძირითადად დაკავშირებულია დაბეგვრასთან ან კაპიტალის მოძრაობასთან და რომლის მხარეს შეიძლება წარმოადგენდეს პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფო.
5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
6. ამ მუხლის დებულებები, ამ შეთანხმების მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადების მიმარ