1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა მოხდება შემდეგნაირად:
a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ინდოეთში, საქართველო დაუშვებს:
i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ინდოეთში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია;
ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ინდოეთში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და განაკვეთებით.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. ინდოეთის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა მოხდება შემდეგნაირად:
a) როდესაც ინდოეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ინდოეთი დაუშვებს:
i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლია;
ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაბეგრილიყო საქართველოში;
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ინდოეთის რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია ინდოეთში, ამის მიუხედავად, ინდოეთს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 24.08.2011
მუხლი 24. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 21. პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. კაპიტალი
- მუხლი 25. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
- მუხლი 26. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
- მუხლი 27. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 28. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
- მუხლი 29. დახმარება გადასახადების აკრეფაში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 24, №0, 24.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016074 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1555371/muxli-24/