1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები გაცვლიან იმ ინფორმაციას (დოკუმენტების ან დოკუმენტების სერტიფიცირებული ასლების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების დებულებების ან შიდა სახელმწიფოებრივი ნორმების მოქმედებისათვის და ხელშემკვრელი სახელმწიფოების, მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან მათი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სახელით დაწესებული იქნა იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომლებზეც ვრცელდება ამ შეთანხმების დებულებები, თუ შიდა კანონმდებლობების მიხედვით დაბეგვრა წინააღმდეგობაში არ მოდის შეთანხმებასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უფლებამოსილ ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებისათვისაც, თუ ეს ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამგვარი მიზნებისათვის, ხელშემკვრელი სახელმწიფოებისა და ინფორმაციის მიმწოდებელი სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია (დოკუმენტების ან დოკუმენტების სერტიფიცირებული ასლების ჩათვლით), რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ამ ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს, ან საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ პრინციპებს, კერძოდ, მონაცემთა დაცვის სფეროში.
4. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას ამ მუხლის შესაბამისად, მეორე სახელმწიფომ უნდა მოიძიოს მოთხოვნილი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე მე-3 პუნქტის შეზღუდვები გავრცელდება, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია შიდა სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის არ ესაჭიროება.
5. მე-3 პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული როგორც ხელშემკვრელი ქვეყნისთვის უარის თქმის საფუძველი, მხოლოდ იმიტომ, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, აგენტის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სტატუსის მქონე პირის განკარგულებაშია ან იგი დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთა