1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების საშუალებებით ერთმანეთს წერილობით აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ.
2. ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომელშიც დადასტურებული იქნება ამ შეთანხმების ძალაში შასასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულება.
3. ეს შეთანხმება იმოქმედებს:
a) საქართველოს შემთხვევაში:
i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე ან კრედიტზე, რომელიც მიღებულ იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
ii) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ კალენდარულ წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) ინდოეთის შემთხვევაში:
i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე ან კრედიტზე, რომელიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ აპრილს ან მის შემდეგ;
ii) შემოსავალზე და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, ნებისმიერ ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ აპრილს ან მის შემდე