1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები გადასახადების მოთხოვნის შესრულების მიზნით გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას. ეს დახმარება არ შემოიფარგლება პირველი და მე-2 მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების გზით დაარეგულირონ წინამდებარე მუხლის გამოყენება.
2. ტერმინი „საგადასახადო მოთხოვნა”, ამ მუხლში გამოყენებისას, ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახის გადასახადებთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებას, იმ პირობით, რომ ასეთი გადასახადები არ მოდის წინააღმდეგობაში შეთანხმების დებულებებთან ან ნებისმიერ სხვა შეთანხმებასთან, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, ისევე როგორც პროცენტი, ადმინისტრაციული ჯარიმები და ამ ვალდებულებების ამოღებისა და შესრულების დროს გაწეული ხარჯები.
3. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებული მოთხოვნა ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით უნდა იყოს განხორციელებული და ეს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება პირს, რომელიც სხვა სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი ხელი შეუშალოს ამ საგადასახადო ვალდებულების ამოღებას, მაშინ ასეთი ვალდებულება მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით, ამოღებული იქნება სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. სხვა სახელმწიფო წარადგენს ამ საგადასახადო დავალიანებას მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება ამ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით.
4. საგადასახადო მოთხოვნა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, მიღებული უნდა იქნეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური უწყების მიერ შესაბამისი აღსრულების მეთოდების გამოყენებისთვის, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს მოთხოვნას, როდესაც სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით ვალდებულია გამოიყენოს საგადასახადო აღსრულების მეთოდები მის შესასრულებლად. ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, გამოიყენებს საგადასახადო აღსრულების ისეთ მეთოდებს, რომელსაც იგი გამოიყენებდა ამ სახელმწიფოში წარმოშობილი საგადასახადო მოთხოვნის შესასრულებლად, მიუხედავად იმისა, თუ იმ დროისათვის, როდესაც გამოყენებული იქნა ამგვარი მეთოდები, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ეს საგადასახადო მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა საგადასახო აღსრულების მეთოდების გამოყენებას, ან ეხებოდა პირს, რომელსაც უფლება ჰქონდა მისი შესრულებისათვის ხელი შეეშალა.
5. მიუხედავად მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებებისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად მიღებული საგადასახადო ვალდებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ ექვემდებარება დროში შეზღუდვას ან არ მიენიჭება რაიმე უპირატესობა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, მისი შინაარსიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მე-3 და მე-4 პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მიღებულ საგადასახადო მოთხოვნას ამ სახელმწიფოს მიერ არ მიენიჭება არავითარი პრიორიტეტი მეორე სახელმწიფოში, ამ პირველად ხსენებულ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით.
6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის წარმოქმნის, ხანდაზმულობის და მისი თანხის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული გამოძიება წარმოებული უნდა იქნეს ამ სახელმწიფოს სასამართლოს ან მის ადმინისტრაციულ უწყებაში. ამ მუხლის არც ერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ანიჭებს რაიმე უპირატესობას ან წარმოქმნის დამატებით უფლებას წარმართოს გამოძიება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული უწყების წინაშე.
7. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მე-3 ან მე-4 პუნქტის გათვალისწინებით მეორე სახელმწიფოს მიმართავს საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე, და მანამდე, სანამ მეორე მხარე ამ მოთხოვნას შეასრულებს და გადასცემს პირველ სახელმწიფოს, ეს საგადასახადო მოთხოვნა აღარ განიხილება:
a) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ განიხილება პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნად, რომელიც, ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება შესრულებას და ეკუთვნის პირს, რომელსაც არ შეუძლია ხელი შეუშალოს მის ამოღებას; ან
b) ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ განიხილება პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნად, რომლის მიმართ ამ სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს მისი ამოღების ღონისძიებების გატარება, პირველად ხსენებულმა სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს მეორე სახელმწიფოს ამ ფაქტის შესახებ და მეორე სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე უნდა შეწყვიტოს ან დროებით შეაჩეროს მოთხოვნის შესრულება.
8. ამ მუხლის არც ერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს წარმოქმნის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ვალდებულებას:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან;
b) გაატაროს ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკის უსაფრთხოებას (საზოგადოებრივ წესრიგს);
c) გაუწიოს დახმარება იმ შემთხვევებში, როდესაც მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, არ უზრუნველყო ყველა ღონისძიების გატარება, რომლებიც გამოიყენება საგადასახადო მოთხოვნის ამოღების ან შესრულების დროს;
d) გაუწიოს დახმარება იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხარჯები აშკარად არათანაზომიერია მეორე სახელმწიფოს მიერ მიღებულ სარგებლის მიმარ