1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები საგადასახადო მოთხოვნის შესრულების მიზნით გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას. ეს დახმარება არ იზღუდება პირველი და მე-2 მუხლებით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაარეგულირონ წინამდებარე მუხლის გამოყენების საკითხი.

2. ტერმინი „საგადასახადო მოთხოვნა“ ამ მუხლში გამოყენებისას, ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოების, ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან დაკავშირებულ საგადასახადო ვალდებულებას, თუ ასეთი დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ შეთანხმების დებულებებთან ან ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტთან, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, ისევე როგორც აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებულ პროცენტს, ადმინისტრაციულ ჯარიმას და მისი ამოღების ან უზრუნველყოფის დროს გაწეულ ხარჯებს.

3., თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესრულებას და ეკისრება პირს, რომელსაც ამ მომენტისთვის ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეუძლია ხელი შეუშალოს მის შესრულებას, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით მისი შესრულების მიზნით მიღებული იქნება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული იქნება მისი საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და ამოღების დროს, თითქოს ის წარმოადგენს ამ სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას.

4., თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია, საგადასახადო მოთხოვნის მიმართ განახორციელოს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მიიღება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით. ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გაატარებს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებებს ისე, თითქოს ის წარმოადგენს ამ მეორე სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ამგვარი ღონისძიებების გატარებისას გადასახადების ამოღება შეუძლებელია, ან, თუ ის ეკისრება პირს, რომელიც უფლებამოსილია, ხელი შეუშალოს მის შესრულებას.

5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტების მიზნებისათვის მიღებულ საგადასახადო მოთხოვნაზე არ ვრცელდება ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები ან ამ საგადასახადო მოთხოვნას ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით მისი ხასიათიდან გამომდინარე არ მიენიჭება რაიმე პრიორიტეტი. გარდა ამისა, მე-3 ან მე-4 პუნქტების მიზნებისათვის, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებულ საგადასახადო მოთხოვნას არ ენიჭება არავითარი პრიორიტეტი, რომელიც მას მიენიჭებოდა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

6. სამართლებრივი პროცედურები ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის არსებობასთან, ნამდვილობასთან ან მის მოცულობასთან დაკავშირებით არ შეიძლება წარმოებულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ უწყებებში.

7. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მე-3 ან მე-4 პუნქტების გათვალისწინებით წარადგენს საგადასახადო მოთხოვნას და მანამდე, სანამ მეორე სახელმწიფო ამოიღებს და გადაურიცხავს პირველად ხსენებულ სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის თანხას:

a) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ წარმოადგენს პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესრულებას და ეკისრება პირს, რომელსაც შესრულების მომენტისათვის არ შეუძლია ხელი შეუშალოს მის შესრულებას, ან

b) ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აღარ წარმოადგენს პირველად ხსენებული სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, რომლის მიმართ ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია განახორციელოს ამოღების უზრუნველყოფის ღონისძიებები,პირველად ხსენებული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ფაქტის შესახებ მეორე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და პირველად ხსენებული სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს ან დროებით აჩერებს მოთხოვნის შესრულებას.

8. ამ მუხლის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობასთან ან ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან;

b) გაატაროს ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ორდრე პუბლიც);

c) გაუწიოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ აქვს ამოწურული მისი კანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პრაქტიკით გათვალისწინებული ამოღების ან შესრულების ყველა შესაძლო ღონისძიება;

d) გაუწიოს ადმინისტრაციული დახმარება იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ხარჯები აშკარად არათანაზომიერია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული სარგებლის მიმარ