1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს აცნობებენ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დასრულების თაობაზე.
2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს. ეს შეთანხმება იმოქმედებს:
a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე