1. საქართველოში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება შემდეგნაირად:
a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს კორეაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც კორეაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
b), თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
2. კორეაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება შემდეგნაირად:
კორეის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს კორეაში გადასახდელი გადასახადის ოდენობაში სხვა ნებისმიერ სახელმწიფოში გადახდილი გადასახადის ოდენობის ჩათვლის საკითხს (რომელიც ამასთან, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ზოგად წესთან);
a) როდესაც კორეის რეზიდენტი შემოსავალს იღებს საქართველოდან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, საქართველოში გადახდილი გადასახადის ოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ამ რეზიდენტის მიერ კორეაში გადასახდელი გადასახადის ოდენობაში. ამასთან, ჩათვლილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კორეის გადასახადს ამგვარ შემოსავალზე, რომელიც გამოანგარიშებული იქნებოდა ამ შემოსავალზე ჩათვლის მიცემამდე;
b) როდესაც საქართველოდან მიღებული შემოსავალი არის დივიდენდები, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი კომპანია უხდის კორეის რეზიდენტ კომპანიას, და რომელიც ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის მიერ გამოშვებული ხმის მიცემის აქციების ან სააქციო კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს, ჩათვლის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოში კომპანიის მოგებაზე, საიდანაც გაიცემა დივიდენდები, გადახდილი გადასახადის ოდენობ