1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეობები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულება არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში აზარტული თამაშებიდან და ლატარიებიდან მიღებული შემოსავლები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

4., თუ პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირსა და რომელიმე სხვა პირს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, პირველ პუნქტში აღნიშნული თანხა აჭარბებს თანხას (არსებობის შემთხვევაში), რაც შეთანხმებული იქნებოდა მათ შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

5. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ უფლებების შექმნასთან ან განაწილებასთან, რომლის საფუძველზე ხდება შემოსავლის გადახდა, დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი უფლებების შექმნის ან განაწილების მეშვეობი