1. ფიზიკური პირი, რომელიც ჩადის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლასა, თუ სხვა მსგავს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც აღიარებულია ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, სწავლების ან კვლევის ჩატარების მიზნით, და არის ან ამ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გათავისუფლებულია გადასახადისგან პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის მიერ ასეთი საგანმანათლებლო ან კვლევითი სამუშაოების განხორციელებისას მიღებულ შემოსავალზე, ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მიზნებისათვის მისი პირველად ჩასვლიდან არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში.

2. პირველი პუნქტის დებულება არ ვრცელდება ისეთი კვლევიდან მიღებულ შემოსავლებზე, რომლებიც ხორციელდება არა საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად კონკრეტული პირის ან პირთა მიერ კერძო სარგებლის მიღების მიზნი