1. პროფესორი, მასწავლებელი ან მეცნიერი მუშაკი, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ სწავლების, განათლების მიღების გაგრძელების, ლექციების კითხვის ან სამეცნიერო კვლევის მიზნით პირველად ხსენებული სახელმწიფოს უნივერსიტეტში, კოლეჯში ან ნებისმიერ სხვა აღიარებულ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ინსტიტუტში, გადასახადისგან თავისუფლდება პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამგვარი სწავლებიდან, ლექციების კითხვიდან ან სამეცნიერო კვლევითი სამუშაოდან მიღებულ ანაზღაურებებზე ამგვარი მიზნით ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში პირველად ჩასვლიდან არაუმეტეს ორი წლის პერიოდის მანძილზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა ფიზიკურ პირს შეეძლება მხოლოდ ერთხელ.
2. ამ მუხლის წინა დებულებები არ გამოიყენება იმ ანაზღაურებების მიმართ, რომელსაც პროფესორი, მასწავლებელი ან მეცნიერი მუშაკი იღებს კვლევითი სამუშაოებიდან, თუ ასეთი სამუშაოები ტარდება ცალკეული პირის ან პირების მიერ, ძირითადად, პირადი სარგებლობის მიღების მიზნი