1. ამ შეთანხმების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, წარსულ პერიოდში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. ტერმინი „ანუიტეტი“ ნიშნავს განსაზღვრულ თანხას, რომლის გადახდა ხდება პერიოდულად, დადგენილ დროს სიცოცხლის განმავლობაში, ან დროის გარკვეული ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ ადეკვატური კომპენსაცია მოხდება ნაღდი ფულით ან მისი შესაბამისი ფასეულობი