1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი იბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს გადახდის ნებისმიერ ფორმას, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერ ნაწარმოებზე (კინემატოგრაფიული ფილმების ან სატელევიზიო ან რადიომაუწყებლობის ფირების, ან ასლების გადაღების, ან გადაცემის სხვა საშუალებების ჩათვლით) საავტორო უფლებით, ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფით, პატენტით, სასაქონლო ნიშნით, პროექტით ან მოდელით, გეგმით, საიდუმლო ფორმულით ან პროცესით, ასევე სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლების მიღებისათვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

4. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხების სხვა დებულებების გათვალისწინები