1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები:
a) გადასახადისაგან თავისუფლდება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის ხმების სულ მცირე 50 პროცენტს და დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში ინვესტირებული აქვს სულ მცირე 2 მილიონი ევროს (ან საქართველოს ვალუტაში მისი ეკვივალენტის) მოცულობის ინვესტიცია;
b) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
(i) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელია კომპანია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის ხმების სულ მცირე 10 პროცენტს და დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში ინვესტირებული აქვს 100 000 ევროზე (ან საქართველოს ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი;
(ii) დივიდენდების მთლიანი თანხის 10 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში.
ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.
ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გაიცემა დივიდენდები.
3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „დივიდენდი“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს და მოიცავს ნებისმიერ შემოსავალს აქციებიდან ან მოგებაში მონაწილეობიდან ან განაწილებიდან, რომელიც განიხილება როგორც შემოსავალი იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების ან შემოსავლის გადამხდელი ან მოგების გამანაწილებელი კომპანია.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია დაბეგროს ამ კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან როცა ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. ასევე, არ იბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუნდაც გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგებოდეს ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდა