1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:
a) დივიდენდების საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელია კომპანია (გარდა ამხანაგობებისა), რომელიც უშუალოდ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს;
b) დივიდენდების საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი ცენტრალური ბანკი;
c) დივიდენდების მთლიანი თანხის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციური მფლობელია საპენსიო ფონდი ან საპენსიო სქემების განმახორციელებელი სხვა ინსტიტუტი, რომელში მონაწილეობაც საპენსიო სარგებლის უზრუნველყოფის მიზნით შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი საპენსიო ფონდი ან სხვა მსგავსი ინსტიტუტი დაფუძნებულია და აღიარებულია საგადასახადო მიზნებისათვის მეორე სახელმწიფოს კანონმდებლობით;
d) დივიდენდების მთლიანი თანხის 5%-ს ყველა სხვა შემთხვევაში.
ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალე მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია დაბეგროს ამ კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან როცა ფლობა, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 12.05.2010
მუხლი 10. დივიდენდები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 0 პროცენტს
- განაკვეთი 10 პროცენტს
- განაკვეთი 5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. რეზიდენტი
- მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება
- მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 14. შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
- მუხლი 16. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 10, №0, 12.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1523432/muxli-10/