1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს.
3. მიუხედავად მე-2 პუნქტის დებულებებისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ბენეფიციური მფლობელი არის კომპანია (გარდა ამხანაგობისა), რომელიც უშუალოდ ფლობს დივიდენდის გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს.
ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების გზით განსაზღვრავენ მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებების განხორციელების წესს.
ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
4. ტერმინი „დივიდენდი” ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „Juisansis” აქციებიდან ან „Juisansis” უფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ მოგებაში მონაწილე სავალე მოთხოვნებს, ისევე როგორც შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
5. ამ მუხლის 1-ლი, მე-2, და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
6. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. მეორე სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან
შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ · რედაქცია 15.06.2010
მუხლი 10. დივიდენდები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 10 პროცენტს
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. რეზიდენტი
- მუხლი 5. მუდმივი დაწესებულება
- მუხლი 6. შემოსავალი უძრავი ქონებიდან
- მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 14. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 15. დაქირავებით მუშაობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“, მუხლი 10, №0, 15.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1475893/muxli-10/