1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
a)  ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები გამართავენ კონსულტაციებს ორივე სახელმწიფოში მოგებების შესწორებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის მიზნით.
3. ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეცვლის საწარმოს მოგებას პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შიდა კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და ნებისმიერ შემთხვევაში, იმ წლის ბოლოდან ათვლილი ხუთი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ამ სახელმწიფოს საწარმოს შეიძლება ცვლილებას დაქვემდებარებული მოგება დარიცხოდა. ეს პუნქტი არ გამოიყენება თაღლითობის ან შეგნებულად თავის არიდების დროს