1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შეიძელბა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციარული მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

a) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციარული მფლობელია კომპანია (ამხანაგობის გარდა), რომელიც უშუალოდ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის არანაკლებ 25 პროცენტს;

b) დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში.

ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს. ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

3. ამ მუხლში გამოყნებისას, ტერმინი „დივიდენდი“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მოგებაში მონაწილეობიდან, აგრეთვე სხვა შემოსავალს, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციარული მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხედლი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, იმ შემთხვევების გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან როცა ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებული მუდმივ დაწესებულებას. გადასახადით არ იბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოქმნილი მოგებიდან ან შემოსავლიდა