1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი როიალტი მე-3 პუნქტის a) ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების გარდა, შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ როიალტის ბენეფიციარული მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ამგვარად გადახდილი გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
a) როიალტის მთლიანი თანხის 5 პროცენტს, მე-3 პუნქტის b) ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების შემთხვევაში.
b) როიალტის მთლიანი თანხის 10 პპოცენტს, მე-3 პუნქტის c) ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების შემთხვევაში.
ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.
3. ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება:
a) ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერ ნაშრომზე საავტორო უფლების, კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, კინემატოგრაფიული ფილმების, სატელევიზიო ან რადიომაუწყებლობის ფილმებისა და ფირების ჩათვლით;
b) ნებისმიერი სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო აღჭურვილობის;
c) ნებისმიერი პატენტის, სასქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის და კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების მიღებისათვის.
4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციალური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეოებით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ამ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
5. როიალტი ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწფოში წარმოქმნილად, როცა გადამხდელს წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა როიალტის გადახდის ვალდებულება და ასეთი როიალტი წარმოიშვა ამ მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ როიალტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოქმნილად, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება.
6. თუ როიალტის გადამხდელსა და ბენეფიციარულ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზე ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციარულ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები