1. მე-15, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომის შედეგად მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დასაქმება არ ხორციელდებოდა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დასაქმება ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომის შედეგად მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
c) ანაზღაურება არ არის წარმოქმნილი მუდმივ დაწესებულებაში, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. მეორე პუნქტის b) ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიმნი „დამქირავებელი“ ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს მოცემული სამუშაოს შესრულების უფლება და გააჩნია პასუხისმგებლობა სამუშაოს განხორციელებასთან დაკავშირებულ რისკთან მიმართებაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებული შრომისათვის, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილ