1. ამ შეთანხმების მე -15, მე -17, მე -18, მე -19 და მე -20 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი. გასამრჯელო, ან სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული შრომა განხორციელდა ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომიდან მიღებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს; და
b) ანაზღაურება გაიცემა იმ დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს; და
c) ანაზღურება არ არის წარმოქმნილი იმ მუდმივი დაწესებულებიდან, რომელიც დამქირავებელს აქვს მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ანაზღაურება, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ გემებსა და საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებული შრომისათვის, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილ