1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი დივიდენდები:

a) გადასახადისაგან გათავისუფლდებიან იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, თუ ბენეფიციალური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის ხმების სულ მცირე 50 პროცენტს და ინვესტირებული აქვს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის აქციებში სულ მცირე 2 მლნ გირვანქა სტერლინგი (ან შესაბამისი თანხა საქართველოს ვალუტაში) დივიდენდების გადახდის დღისთვის;

b) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

(
i) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციალური მფლობელია კომპანია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის ხმების სულ მცირე 10 პროცენტს;

(
ii) დივიდენდების მთლიანი თანხის 10 პროცენტს ყველა დანარჩენ შემთხვევაში.

ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებების მიმართ, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი ,,დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მოგებაში მონაწილეობიდან, ისევე როგორც შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან დაბეგვრის ისეთივე რეჟიმს, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია და აგრეთვე მოიცავს ნებისმიერ სხვა პუნქტს, რომელიც იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, განიხილება როგორც დივიდენდი ან კომპანიის მიერ განაწილება.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი არის რა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, მჭიდროდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.

5. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს შემოსავლებს ან მოგებას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია გადასახადი დააკისროს კომპანიის მიერ გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, ან როცა ქონება, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, პირდაპირ დაკავშირებულია ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დასაწესებულებასთან, მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.

6. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია იმ აქციების ან სხვა უფლებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება დივიდენდის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გადაცემის საშუალები