1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის ბენეფიციალურ მფლობელობაში არსებული როიალტი დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი ,,როიალტი” ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოებით ან სამეცნიერო ნაშრომით (კინოფილმების, სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის ფილმებისა და ჩანაწერების ჩათვლით), ნებისმიერი პატენტით, სავაჭრო მარკით, დიზაინით ან მოდელით, გეგმით, საიდუმლო ფორმულით ან პროცესით, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით (ნოუ-ჰაუ) სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, მჭიდროდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებები.
4. თუ გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, გადახდილი როიალტის თანხა, ნებისმიერი მიზეზის არსებობის მიუხედავად, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, წარმოშობილი ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
5. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია იმ უფლებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება როიალტის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა, ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გადაცემის საშუალები