1. ამ შეთანხმების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად:

a) წარსულ დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებული პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებები; და

b) ნებისმიერი ანუიტეტები, რომლებსაც უხდიან ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. ტერმინი “ანუიტეტი” ნიშნავს დანიშნულ თანხას, რომელსაც უხდიან ფიზიკურ პირს, პერიოდულად, დანიშნულ დროს მისი სიცოცხლის მანძილზე ან დროის გარკვეული, ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ ადეკვატური და სრული კომპეტენცია მოხდება ნაღდი ფულით, ან მისი შესაბამისი ფასეულობი