სტუდენტი, სტაჟიორი ან პრაქტიკანტი, რომელიც ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო ან არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და იგი პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების, ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გათავისუფლდება გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში:

(
i) მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთიდან გადმორიცხულ თანხებზე;

(
ii) ყველა სახის სტიპენდიაზე, გრანტზე, დახმარებასა და პრემიაზე, რომელსაც იღებს სახელმწიფო, საქველმოქმედო, სამეცნიერო, ლიტერატურული ან სასწავლო ორგანიზაციებისაგან, თუ იგი განკუთვნილია მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვი