1. შემოსავლის სახეები, რომელთა ბენეფიციალურ მფლობელს წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მათი წარმოშობის მიუხედავად, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, იმ შემოსავლების გარდა, რომლებიც გადაიხდება გარდაცვლილ პირთა ტრასტებიდან ან ქონებიდან მათზე დაწესებული ადმინისტრაციის პერიოდში, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ასეთი შემოსავლის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც მოხდა შემოსავლის გადახდა, მჭიდროდ უკავშირდება ამგვარ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე -7 მუხლის დებულებები.

3. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში ხსენებულ რეზიდენტსა და ზოგიერთ სხვა პირს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, ამ პუნქტში ხსენებული შემოსავლის ოდენობა აჭარბებს თანხას (თუ საერთოდ აჭარბებს), რომელიც შეთანხმებული იქნებოდა მათ შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში წარმოშობილი შემოსავლის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით.

4. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი იმ პირის, რომელიც დაკავშირებულია იმ უფლებების წარმოშობასთან ან მათ გადაცემასთან, რომელთა დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, მთავარ ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა, ზემოთ აღნიშნული წარმოშობის ან გადაცემის საშუალები