1. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, მას შეუძლია თავისი საქმე განსახილველად წარუდგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, ან თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება ამ შეთანხმების 25-ე მუხლის პირველ პუნქტს, იმ სახელმწიფოს, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს.
2. კომპეტენტური ორგანო, თუ იგი განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი, ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაწყვიტონ ნებისმიერი სირთულე ან ეჭვი, რომელიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მათ აგრეთვე შეუძლიათ, ერთმანეთთან აწარმოონ კონსულტაციები.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტების გაგებაში შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ იქონიონ პირდაპირი კონტაქტ